დედამიწაზე არის ღმერთისგან აღნიშნული ქვეყანა რომელსაც საქართველო ეწოდება და ამ ქვეყნის, აღმოსავლეთ ნაწილში, ქვემო ქართლში, მდებარეობს ქალაქი, რომელსაც თეთრიწყარო ჰქვია. ეს არის ჩემი ქალაქი და იგი ცნობილია არა მარტო იმით, რომ აქ მოედინება თეთრი წყარო და აქ არის მაღალი ცისფერი ცა და კრისტალურად გამჭვირვალე ჰაერი...
ამ შედარებით პატარა ტერიტორიაზე (114კვ.კმ) მდებარეობს 400–დე ისტორიულ–არქიტექტურული ძეგლი.
четверг, 14 ноября 2013 г.
ქალაქი თეთრიწყარო ფოტოსურათებში
| მემორიალი |
воскресенье, 10 ноября 2013 г.
ჩვენი წყარო - თეთრიწყარო
დედამიწაზე არის ღმერთისგან აღნიშნული ქვეყანა რომელსაც საქართველო ეწოდება. და ეს სამოთხის კუთხე ცნობილია მთელს მსოფლიოში თავის ბუნებით, კულტურით, სტუმართმოყვარეობით ... მაგრამ ამ სამოთხეში არის პატარა კუთხეები, რომლებსაც ეწოდებათ პატარა სამშობლო... დიდ სამშობლოზე - საქართველოზე ბევრი იციან მსოფლიოში. სკოლებში სწავლობენ ქვეყნის ისტორიას და კულტურას მთლიანად. მოსწავლეებმა იციან მთლიანად საქართველოს ისტორია, და თითქმის არაფერი საკუთარ კუთხის, ქალაქის, სოფლის, მუნიციპალიტეტის ისტორიის და კულტურის შესახებ. ასეთ ვითარებაში ძნელია თანაგრძნობა ჰქონდეს საკუთარ პატარა სამშობლოსთან. ამიტომაც, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევისწავლოთ ის პატარა კუთხე, რომელზეც ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ. ჩვენი საქართველოს ის ნაწილი, რომელიც ჩვენი პატარა სამშობლოა - ჩვენი ქალაქი თეთრიწყარო, ჩვენი სოფლები, ჩვენი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ჩვენი ქვემო ქართლის რეგიონი.
მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ თვითონ ააშენებთ საკუთარ სახლს, როცა გეცოდინებათ ყოველი აგური - დაიბადება საკუთრების გრძნობა და სიყვარული...
-
ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია თეთრი –წყაროს მუნიციპალიტეტის
შესახებ;
- ვიმუშავეთ გარემოს დაცვით, ეკონომიკურ, სოციალურ საკითხებზე;
- შევისწავლეთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების ადათ-წესები;
- ჩვენ ნაშრომში ვაჩვენეთ ისტორიული და ეთნოგრაფიული თავისებურები მათ შორის;
- ჩვენ მოვიძიეთ მასალა ისტორიულ – არქიტეკტურულ ძეგლების შესახებ;
- შევადგინეთ მარშრუტები;
- მოვაგროვეთ ფოლკლორული მასალები;
- მოვაგროვეთ ნივთიერი მასალა და შევქმენით
ჩვენ სკოლაში მუზეუმი;
- მოვაგროვეთ ციფრული მასალა, და ისტ-ის მეშვეობით მოვამზადეთ სლაიდ -ფილმები, პრეზენტაციები,
ფილმები და ბუკლეტები;
- ბლოგის მეშვეობით ჩვენ თეთრიწყაროზე გაიგო მთელმა მსოფლიომ! ნატო, ფატიმა, თამუნა, ინგა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
ჩვენ გჩუქნით მზეს!!!


















