დედამიწაზე არის ღმერთისგან აღნიშნული ქვეყანა რომელსაც საქართველო ეწოდება და ამ ქვეყნის, აღმოსავლეთ ნაწილში, ქვემო ქართლში, მდებარეობს ქალაქი, რომელსაც თეთრიწყარო ჰქვია. ეს არის ჩემი ქალაქი და იგი ცნობილია არა მარტო იმით, რომ აქ მოედინება თეთრი წყარო და აქ არის მაღალი ცისფერი ცა და კრისტალურად გამჭვირვალე ჰაერი...
ამ შედარებით პატარა ტერიტორიაზე (114კვ.კმ) მდებარეობს 400–დე ისტორიულარქიტექტურული ძეგლი.

არქეოლოგიური გათხრები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

ახლა კი ჩვენ გვინდა დაგპატიჟოთ ჩვენთან ერთად ვიმოგზაუროთ თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის წარსულში...
თქვენ ყოფილხართ ოდის მე  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში? დამტკბარხართ მისი დიდებული ბუნებით, შესანიშნავი ჰაერით და მაღალი ცისფერი ცით? შესანიშნავ ადგილზეა განლაგებული ჩვენი რაიონი: აქ არის მთები და ბარი, ტბა და მდინარეები, ტყეები და მინდვრები...
ჩვენს ქალაქში არის მთა.  მილიონი წელი დგას იგი, დაკვირვებული ისტორიის მსვლელობაზე... რა არ უნახია იგი! რა არ არის მის მეხსიერებაში! რამდენი მილიონი წელია დგას ეს მთა, სიმშვიდის დამცველი ამ მიწისა და მისი მცხოვრებლებისა!
როცა დედამიწა იყო ახალგაზრდა, წამებასა და ცეცხლში გააჩინა ის - მთა. ზღვის დონიდან მისი სიმაღლეა 4820 ფტ. – 1257 მეტრი.
    და მისთვის უნდა ეწოდებიათ - თეთრი, რათგან ის შედგებოდა თეთრი კირქვისაგან,მაგრამ უწოდეს მას გომერ - მთა...
 რატომ გომერ? შეიძლება იმიტომ, რომ, როგორც ძველი ბერზენი პოეტი გომერი ჩაფიქრებული აკვირვებოდა ისტორიის ცვლას?
იგი მილიონი წელია დგას ჩვენს სადარაჯოზე, და იცავს ჩვენი ხალხის სიმშვიდე და თავისი თავდაბალი დუმილით ანიჭებს ძალასა და ენერგიას თეთრიწყაროს მაცხოვრებლებს! რამდენი ხალხი უნახავს მას! რამდენი ომი და გამარჯვება! რამდენ მეფესა და ხალხს გაუვლიათ მის გვერდით... რამდენმა მოვლენებმა და ხალხმა... რამდენი ისტორია ახსოვს მას!
ჩვენც კი, აი იქიდან, თრიალეთის მხრებიდან,  გომერ - მთიდან დავიწყებთ მოგზაურობას ჩვენი მხარის წარსულზე.
ჩვენ გიწვევთ თქვენ, ჩვენთან ერთად წავიდეთ ექსპედიციაში ჩვენი მხარის არქეოლოგიურ ადგილებზე!
და ასე, ჩვენი ექსპედიცია იწყება...
არქეოლოგიური გათხრები თეთრიწყაროს                                                                      მუნიციპალიტეტში
ალგეთი- 1940 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს  აღმოაჩინეს ადრეანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლი - ალგეთის (წინწყაროს) სამარხი.
აბელიანი- 1956წ. და 1966 წ. ქალაქ თეთრიწყაროსთან ახლოს (3კმ)  ჩატარდა გათხრები.
ალექსეევკა
ასურეთი - 1966 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კ. კვიჟინაძეს ხელმძღვანელობით
 ბედენი

გოხნარი
  სოფელი გუდარეხი მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში და მოიცავს არქეოლოგიურ ძეგლს.
კოდა
ქალაქი თეთრიწყარო
ა)საკონსერვო ქარხანა-1956-1958წწ. გ. გობეჯიშვილის ექსპედიციამ ნასოფლარი ქალაქ თეთრიწყაროში გაითხარა.  
ბ)სტადიონი გარისი;
სამშვილდე  ივნისში 1968წ. ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თეთრიწყაროს არქეოლოგიური ექსპედიციის სამშვილდის რაზმმა.
ორბეთი  -სოფელ ორბეთთან (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი) ტყეში არის ნაპოვნი VIII საუკუნის ბოლოს  და IX საუკუნის დასაწყისის მინის საწარმოს ნაშთი                                                                                       ტყემლარა                                                                                                             ჩხიკვთა პირველად მოინახულა ე. ტაკაიშვილმა 1905წელს



 ამ სამუშაოს დასაწერათ შემთხვევით გამიჩნდა სურვილი. ერთხელ, მდინარე ჭივ-ჭავში ბანაობის დროს  ჩვენ ვიპოვნეთ არაჩვეულებრივი ფორმის ქვა - ის გავდა თოხს. ქვა მივიტანეთ სახლში, მაგრამ რათგანაც ძალიან დაკავებული ვიყავით, არ მივაქციეთ ყურადღება და მალევე დამავიწყეთ ჩვენ ნაპოვარზე. რამოდონიმე დროის გასვლის შემდეგ, იქვე, სადაც ვიპოვეთ ქვა, აღმოაჩინეთ ხმლის ნამტრევი. მოვიფიქრეთ, და მეგობრებმა წავიღეთ ჩვენი ნაპოვნი მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.  მაგრამ იქ ჩვენ არაფერი არ გვითხრეს. მაშინ მივმართეთ ჩვენ მასწავლებელს და მან გვირჩია შევსულვიყავით ჩვენ სკოლის ახალგაზრდათა მხარეთცოდნეობის კლუბში და თითონ ჩაგვეტარებია გამოკლევა, გაგვეგო როდის და როგორ აღმოჩნდა ეს ხმალი ბებიას ბაღში... თან გვასწავლა, როგორგადავაგდოთ ანკესი“, რომ დაგვეჭირაარქეოლოგიის ოქროს თევზი“. დასაწყისის თვის მან გვიამბო, თუ ვინ აწარმოებს სიძველეების ძებნას, და  რომ მათ უწოდებენ არქეოლოგებს. და კიდევ გვიამბო, რომ თვითონაც მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში, როდესაც აღმოაჩინეს უძველესი ადამიანის სადგომი ჩვენ ქალაქ თეთრიწყაროში.
  ჩვენ დავიწყეთ ინფორმაციის შეგროვებას... პირველ ყოვლისა დაგვჭირდა ყველანაირი ინფორმაცია არქეოლოგიაზე და არქეოლოგიურ გათხრებზე საქართველოში.
მე გავიგე რომ არქეოლოგიასიძველეთმცოდნეობაა (არქეობერძნρχαος  ნიშნავს- ძველი; ლოგოს-მეგობარი, მოყვარე)  – მეცნიერება, რომელიც კაცობრიობის ისტორიულ წარსულს სწავლობს ნივთიერი კულტურის ძეგლების, არტეფაქტების, არქიტექტურული ძეგლების და ბიოფაქტების მიხედვით. ისეც გავიგე რომ არქეოლოგიური ძეგლები ერთადერთი წყაროა ადამიანთა საზოგადოების განვითარების ისტორიის უდიდესი ნაწილის შესასწავლად. არქეოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს დამწერლობიანი ეპოქების ისტორიულად შესასწავლადაც. არქეოლოგიური კვლევის შედეგები ავსებს და აზუსტებს წერილობითი წყაროების ცნობებს. არქეოლოგთა აღმოჩენილია თვით დამწერლობის უძველესი ძეგლებიცარქეოლოგიური გათხრები ტარდება ნივთიერი ძეგლების მოსაპოვებლად. გათხრების წინ უძღვის არქეოლოგიური დაზვერვა. განათხარი მასალის შესწავლისას არქეოლოგია ეყრდნობა ნივთიერი ძეგლების ასაკის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის საკუთარ მეთოდებს. ამგვარი შესწავლის შემდეგ არქეოლოგიური ძეგლი ისტორიულ წყაროდ იქცევა. არქეოლოგია ნივთიერი წყაროების მონაცემთა საფუძველზე ახდენს ძველ საზოგადოებათა კულტურულ და სოციალურეკონომიკური მდგომარეობის რეკონსტრუქციას. ვინაიდან ადამიანთა საზოგადოების ისტორიული განვითარების ყოველ საფეხურზე ნივთიერი კულტურა და ყოფა კანონზომიერადაა დაკავშირებული სოციალურეკონომიკურ ცხოვრებასთან.          ინფორმაციიც მიღების შემდეგ, ჩვენს წინაშე დადგა საკითხი: თუ არის მეცნიერება არქეოლოგია, მაშინ  მას უნდა ჰქონდეს ისტორიაც! ჩვენ ვერც ბიბლიოთეკაში, ვერც ინტერნეტში თითქმის ვერაფერი ვერ შევძელით გვეპოვნა თეთრიწყაროს არქეოლოგიაში ინფორმაცია, და ჩვენ გადაწყვიტეტ  „ხალხში გასვლა“-  დავიწყეთ მასწავლებლების, ქალაქში მაცხოვრებლების გამოკითხვა ჩვენი რაიონის არქეოლოგიური გათხრების შესახებ. და აი დიდი ხნის ძებნისა და ინფორმაციის შეკრებით, ჩვენ შევძელით მასალის მოგროვება არქეოლოგიის ისტორიისა და ჩვენი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ისტორიაზე.
 არქეოლოგია, როგორც მეცნიერება, რომელსაც კვლევის საკუთარი მეთოდები აქვს, აქვს თავისი ისტორიაც. იგი ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში, თუმცა სიძველეებისადმი ინტერესს უძველესი დროიდანვე იჩენდნენ. ჯერ კიდევ ძვ. . VI საუკუნეში ბაბილონის მეფე ნაბონიდის ბრძანებით თხრიდნენ ძველ სასახლეთა ნანგრევებს და აღრიცხავდნენ ყოველგვარ მონაპოვარს, უმთავრესად კი წარწერებს. ტერმინიარქეოლოგიასიძველეთმცოდნეობის მნიშვნელობით პირველად გამოიყენა პლატონმა (ძვ. . IV .) სიძველეთა შესწავლა საგანგებო ყურადღების საგანი გახდა ძველ რომში. რომაელმა პოეტმა და მოაზროვნემ ლუკრეციუსმა პირველმა გამოთქვა ჰიპოთეზა კაცობრიობის ისტორიაში ქვის, ბრინჯაოსა და რკინის ხანის მონაცვლეობის შესახებ (ეს ჰიპოთეზა 1836 წელს დაასაბუთა დანიელმა არქეოლოგმა . თომსენმა). რენესანსისა და მომდევნო ხანაში, განსაკუთრებით კი XVIII საუკუნეში, გაცხოველდა ინტერესი არქეოლოგიური სიძველეებისადმი. გაჩნდნენ განძის მოსაპოვნელები, ანტიკვარიკოლექციონერები, რომლებიც აგროვებდნენ არქეოლოგიურ ძეგლებს. დაიწყეს ასევე არქეოლოგიური გათხრების წარმოება მეცნიერული თვალსაზრისით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა პომპეის გათხრებს, რომელიც დაიწყო 1748 წელს და ფართო მასშტაბი მიიღო XIX საუკუნეში. XVIII საუკუნეში შეიქმნა პირველი არქეოლოგიური საზოგადოებები, დაარსდა სამეცნიერო არქეოლოგიური ჟურნალები. მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებში თანდათანობით დაგროვდა დიდი მნიშვნელობის არქეოლოგიური კოლექციები.
საქართველოში ძველი ნივთების კოლექციონერობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ სიძველეების შესწავლისა და მათი ისტორიასთან დაკავშირების ცდა კი გაცილებით გვიან მოხდა. შუა საუკუნეებში ძველი ნივთების საცავი ქართველ მეფეთა კარზე იყო. სულხან­-საბა ორბელიანი რომის მუზეუმის დათვალიერებისას იხსენ­ებს, რომ ამგვარი ნივთების საცავი მას უნახავს მეფე ვახტანგ VI კარზე, ”სალაროში”. საცავ­სალაროს თბილისში, სადაც სამეფო ხაზინასთან ერთად ინახებოდა მიწაში ნაპოვნი ნივთებიც, კერ­ძოდ, ძველი მონეტები და იარაღ­საჭურველი, მოიხსენიებს ისტო­რიკოსი თეიმურაზ ბაგრატიონიც. იგი იქვე დასძენს, რომ, სამწუხ­აროდ, 1795 წელს სპარსელების მიერ საქართველოს დედაქალაქ თბილისის აღება­-დანგრევისას მეფის სასახლე და მასთან ერთად ეს საცავ­მუზეუმიც დაურბევიათ და გაუძარცვავთ საქართველოში არქეოლოგია XIX საუკუნეში ჩაისახა, თუმცა არქეოლოგიურ გათხრებს ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. არქეოლოგიურ ძეგლთა თავმოყრისა და შესწავლის ცდები დაკავშირებულია 1852 წელს დაარსებულ კავკასიის მუზეუმთან (ამჟამად . ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი) და 1873 წელს . ბაქრაძის ინიციატივით დაარსებულ კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებასთან. მიუხედავად არქეოლოგიური გათხრების მცირე მასშტაბისა, XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოხდა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები: სამთავროს სამაროვნისა და საჩხერის ყორღანული სამარხების გათხრები, ყაზბეგის განძის, ახალგორის განძის პოვნა და სხვა გათხრებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად კავკასიის მუზეუმი არქეოლოგიურ ძეგლთა ერთერთ უდიდეს საცავად იქცა; დღესდღეობით მისი მემკვიდრეა სიმონ ჯანაშიას სახ. სახელმწიფო საქართველოს მუზეუმი, რომელსაც 1936–1941 წლებში გადაეცა თბილისში არსებული შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმის ფონდები. მდიდარი არქეოლოგიური ფონდებია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშიც (დაარსდა 1934 .), რომელსაც გადაეცა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის, საეკლესიო მუზეუმისა (დაარსდა 1889 .) და თსუ ხელოვნებათმცოდნეობის კაბინეტთან არსებული სიძველეთა მუზეუმის (1925–1930 წწ.) ფონდები. საქართველოს არქეოლოგიური მასალის დიდი ნაწილი თავმოყრილია ბევრ საქართველოს ქალაქების მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გამოვლინდა მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლი, პალეოლითიდან გვიანდელ შუასაუკუნეებამდე.
 ქვემო ქართლში გამოვლენილი შულავრის ენეოლითური კულტურა. ადრინდელი ბრინჯაოს ხანის თრიალეთის ყორღანული კულტურის ძეგლების აღმოჩენასა და შესწავლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო საქართველოს, არამედ წინა აზიის არქეოლოგიისათვის. და ჩემი თეთრიწყაროს რაიონიც არ ჩამორჩებოდა...  ჯერ კიდევXIX საკუნის დასაწყისში აქ მიმდინარეობდა კვლევა  ძიებები და ექსპედიციები რაიონის შესწავლის მიზნით.
  ჩვენი რაიონის არქეოლოგიური მასალების სიმცირესა ჩვენ გადაწყვიტეთ გავსულვიყავითხალხშიდა მოხუცებისთვის გამომეკითხა ჩვენი რაიონის არქეოლოგიური გათხრების შესახებჩვენი ძიება აღწევდა წარმატებას, ჩვენ  ვნახეთ თეთრიწყაროელები, რომლებიც თვითონ მონაწილეობდნენ არქეოლოგიურ გათხრებში, რომლებიც გაგებული ჰქონდათ ექვთიმე თაყაიშვილზე! მათი მონაყოლით ჩვენ შევადგინეთ თეთრიწყაროს არქეოლოგიური გათხრების რუკა. და ამ რუკით ჩვენ დავიწყეთ მოგზაურობას.
XX  საუკუნეში დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს არქეოლოგიაში, და ბუნებრივია, დაიწყო ახალი ეტაპი ჩვენ რაიონშიც 1905 წელს თეთრიწყარო (აგბულახი) ინახულა .თაყაიშვილმა, რომელმა შეისწავლა ბევრი ისტორიული ძეგლი  ჩვენ რაიონის - მაშინდელ აღბულაღის:  ჩხიკვთას, სამშვილდეს. აი რას წერს  .მელიქსეთ - ბეგი -„ აღბულაღის მახლობლად, სოფელ ჩხიკვთის თავზე, სადაც სამების წმ.გიორგის ცნობილი ეკლესიაა, მდებარეობს ციკლოპური ნაციხარი, რომელსაც XVIII საუკუნეში ვახუშტი, "გმირთ-ნაკვეთ"-, ხოლო ბარათაანთ გუჯარი "გმირთკვეთილ“- უწოდებს. ეს ნაციხარი 1905 წელს ინახულა .თაყაიშვილმა, და მას ასე აღწერს



                                                
 











«Вершина Самебы представляет продолговатую площадку, окаймленную с двух доступных сторон, с юга и востока, оградою, сложёною из больших каменных глыб без всякого цемента... Камни её не принесены извне, а добыты на самой вершине Самебы. Она, как видно, была скалиста, и расчистив вершину, собранные камни нагромоздили с двух сторон, так как две другие стороны по своей крутизне не нуждались в защите. Правда, чтобы сдвинуть с места такие камни, нужна была большая сила, но это гораздо легче, чем поднять их на такую высоту». თაყაიშვილმა არა მარტო აღწერდა ჩვენი რაიონის ძეგლებს, იგი აგროვებდა ფოლკლორულ მასალაც კი .   უამრავი ლეგენდები აქვს მოგროვილი თაყაიშვილს ჩვენს თეთრიწყაროში. თაყაიჭვილის შემდექ მელიქსეთ-ბეკმა დაიწყო გათხრები ბედენზე,  მერე დაიწყეს გათრები სოფელ აბელიანში, აღმოაჩინეს ალგეთის არქეოლოგიური ძეგლი, გათხრები თვით ქალაქ თეთრიწყაროშიც ჩატარდა.
  აი, რაც მიამბო ჩემმა მასწავლებელმა დავრიშევამ: „ მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა დაკავშირებულია ახალმშენებლებთანაღსანიშნავია მშენებელთა და არქეოლოგთა თანამშრომლობაჩვენთან ქალაქ თეთრიწყაროში როცა აშენებდნენ საკონსერვო ქარხანას, ფუნდამენტის თხრის დროს, ტრაქტორისტი შეამჩნია ადამიანის ძვლები-ამ ნაპოვარზე შეატყობინეს სპეციალისტებს - ეგრე იყო აღმოჩენილი ნამოსახლარი, რომელიც ენეოლითის ბოლოსა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასაწყისის (ძვ. . IV ათასწლეულის II ნახევარი) თვით ქალაქ თეთრიწყაროში გათხარეს.“
ეს მოხვდა 1956-1958 წლეებში. გობეჯიშვილის ექსპედიციამ ნასოფლარი ქალაქ თეთრიწყაროში გაითხარა.   გათხრების დროს იყო აღმოჩენილი მრგვალი და ოთხკუთხა საცხოვრებელი შენობების  ქვის საძირკვლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა (ქვის იარაღის სახელოსნო, ფარეხი) ნაშთები. არქეოლოგიური მასალის უმეტესობა კერამიკაა. ნასახლარზე დადგენილი 2 არქეოლოგიური ჰორიზონტის მიხედვით წარმოდგენილია სამეთუნეო საქმის განვითარების ორი ერთმანეთზე გადაბმული საფეხური. კერამიკა ქვედა ჰორიზონტის  მონაცრისფრო- შემკულია ამოკაწრული სახეებით,ვარდისფერია.   რელიეფური სპირალებით შემკული შავპრიალა და წაბლისფერი ჭურჭელი ჭარბობს ზედა ფენაში. ქვის იარაღიდან გვხვდება კაჟის, რწეულას და ობსიდიანის დაკბილული ნამგლის ჩასართები, სატეხები, ისრისპირები, ფირფიტები, ანატკეცები, ანდეზიტ-ბაზალტის სანაყები, როდინები, ხელსაფქვავები და სხვა.
 სხვა შემთხვევა  რომელზეც მიამბო ჩემმა მასწავლებელმა, მოხდა ახალი სტადიონისგარისისმშენებლობის  დროს თეთრიწყაროს გარე უბანში. როცა დაიწყეს მცირე ბოცვიდან მიწის აღება, რომ გაეწმინდათ მოედანი - აღმოაჩინეს უძველესი სამარხები. მოედნის მშენებლობა იყო შეჩერებული, თბილისიდან  ჩამოსულმა ექსპედიციამ  ჩაატარა გათხრები. რა არის არქეოლოგიური გათხრებიდა რითი განსხვავდება ჩვეულებრივ მიწის თხრას?
 არქეოლოგიური გათხრები -მიწის გათხრითი სამუშაოები არქეოლოგიური ძეგლის გამოვლენისა და ისტორიული კვლევის მიზნით. არქეოლოგიური ძეგლები მრავალფეროვანია. თითოეული მათგანის გათხრას თავისი სპეციფიკა აქვს. ფიქსაციის გასაადვილებლად თხრილს კვადრატებად ყოფენ; თხრიან ხელით, სხვადასხვა ხელსაწყოთი (ბარი, წერაქვი, დანა, ლანცეტი, ფუნჯი). მექანიზმების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გათხრილი და გადარჩეული მიწის გასატანად.
მასწავლებელმა გვიამბო, რომ ის მაშინ კიდევ  სწავლობდა სკოლაში და იყო ნორჩი მხარეთმცოდნედ. ისენი წაიყვანესგარისისსტაძიონის გათხრების ჩასატარებლად და მისცეთ შესაძლებლობა მონაწილეობისა. ან გვიამბო, რომ უზარმაზარ მოედანზე გაითხარა სამარხები, სადაც იყო ჩაწოლილი ადამიანის ჩონჩხებიარქეოლოგები ჩეტკებით წმენდნენ ძვლებს მიწისგან, რამდენიმე ადამიანი ცრიდა მიწას. ჩვენ შეკითხვაზე -რატომ - გვიპასუხეს, რომ ასე იყო ნაპოვნი მცირე საგნები - მძივები, ქინძისთავი... იქ კიდე იყო აღმოჩენილი დიდი ზომის ქვევრები, მათ შორის ზოგიერთში საფლავი.მათ აუხსნეს, რომ ღარიბებს არ შეეძლოთ საფლავის მოწყობა და ამიტომ  ისინი კრძალავდნენ მიცვალებულებს ქვევრებში. კიდევ გვიამბეს, რომ უწინ თავის მიცვალებულ მამაკაცებსასაფლავებდნენ მარჯვენა გვერდზე, ქალებს კი მარცხენა! რატომ  ასე იყო ვერავინ ვერ აუხსნათ. და ჩვენი მასწავლებელი  დიდხანს ეძებდა ამ შეკითხვაზე პასუხს, სანამ თვითონ! არ გააკეთა პატარა გამოკლევა და არ აღმოაჩინა, რომ თითქმის ყველა ხალხს მამაკაცებს მარჯვენა მხარე აწვს ბედნიერი, ქალებს კი-მარცხენა.კიდევ  მსწავლებელი გვიამბო, რომ გარდა ძივების და სზვა სამკაულების გარდა  აგრეთვე იყო აღმოცენილი დიდ ქვევრებში ღვინისა და პურის მარცვლი - ღვინო იყო მშრალი, პურის მარცვალი კი შავი ფერის, თითქოს დამწვარი. ვუსმენდით მასწავლებელს და ვფიქრობდით -პურისმარცვალი -გასაგებია, მაგრამ საიდან თეთრიწყაროწი 1200- მეტრის  სიმაღლეზე ზღვის დონიდან შეიძლება იყოს ღვინო?!! მე XX - საუკუნიც 60 წლებამდე თეთრიწყაროწი ხომ არ იზრდებოდა ვაზი? კიდე უფრო გაკვირებული ვუყავით, როცა გავიგეთ, რომ 1966 წელს, თეთრიწყაროს რაიონში, ბედენის გორაზე, ზღვის დონიდან 1700-1800 . სიმაღლეზე ყურძნის წიპწები და ვაზის რქები აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერებმა ძვ. . II ათასწლეულს, ანუ .. თრიალეთის კულტურას მიაკუთვნესროცა ჩვენ გავიგეთ ამ ნაპოვნებზე, სპეციალურად დავიინტერესდით ვაზის საკითხით. გამოვიდა რომ თეთრიწკაროშიც, ბედენზეც ნაპოვნი იყო ვაზისა და ღვინის წარმოების კვალი.     ბედენზე  ვაზის რქები ვერცხლის თხელფურცლოვანი ფირფიტებით იყო დაფარული, და ცხადია ასეთი პატივი მხოლოდ ვაზის, როგორც კულტის ნიშანი შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩვენ გავარკვიეთ, რომ საქართველოში დაბლარ მევენახეობაზე გადასვლა ჯერ კიდევ II-I ათასწლეულებშია სავარაუდებელი, რაზეც მეტყველებს დიდი რაოდენობით სასხლავი ნამგლები, ჭურჭლეული და მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული სხვა ნივთები, რომლებიც ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეშია აღმოჩენილი. აქედან გამომდინარე, მეცნიერთა აზრით, საქართველოში კულტურული მევენახეობა ძვ. . III-II ათასწლეულიდან, მეღვინეობა კი ნეოლითის პერიოდში ჩამოყალიბდა. შეკითხვაზე, როგორ შეძლებოდა კოფილ იყო მეღვინეობა თეთრიწყაროში , თუ ჩვენთან იმ არ იზრდებოდა ვაზი, ყველაფერი ეს რჩებოდა ღიათ. გარკვეულობა შეტანა  ბაბუამ , რომელიც წუხდა, რომ მაჭარი მისი არ დუღდა, იმის გამო, რომ თეთრიწყარო ძალიან მაღლაა და სიცივე დგება მაშინვე როცა კრეფავენ ყურძენს!  დამტკიცება გამოცნობის ჩვენ  ვიპოვეთ  დიდი ბაბუის მონათხრობში, რომელიც მოყვა, რომ ისინი მაჭარს ეზილებოდნენ ბოლნისიდან და თეთრიწყაროში აკეთებდნენ ღვინოს. და აი ამიტომაცბედნის აღმოჩენა კიდევ ერთ მოვლენაზე მეტყველებს, რაც დღემდეა საქართველოში შენარჩუნებული.  
 საქართველოში დღესაც ააქვთ მთაში ტკბილი დასადუღებლადასე იყო XVIII საუკუნის დასაწყისშიც, როდესაც მეფე ვახტანგ VI-ის ბრძანებით კოჯორში,ზღვის დონიდან 1300-1400 მეტრზე  აჰქონდათ ტკბილი.
ასე იყო ადრექრისტიანულ ხანაშიც. საერთოდ კი, ცნობილია, რომ საქართველოში მთად და ბარად დაყოფა მევენახეობის გავრცელებაზე იყო დამყარებული. ანუ სადამდეც ვაზი ხარობდა და მოსავალს იძლეოდა, ის ადგილები ბარად იწოდებოდა, სადაც არამთად.
და აი ამიტომ, 60 წლებამდე ქალაქი თეთრიწყარო ითვლებოდა მთიან რაიონად, იმიტომ, რომ იმ დროს თეთრიწყაროში ვაზი არ იზრდებოდა იქ. და ახლა თეთრიწყარო არ ითვლება მთიან რაიონად- ახლა ვაზი ხარობს ჩვენთან!
 მასწავლებლის მონათხრობიდან  ჩვენ  გავიგეთ, რომ იყო არქეოლოგი-მძიმე ამოცანაა!
ძალიან ბევრი უნდა იცოდეს არქეოლოგმა: ისტორიაც, ლიტერატურაც, ხელოვნებაც, ხიმიაც, თვინის გაკეთება და სხვა უამრავ რამ. და სრულიად არაა საკმარისი იცოდეთ უბრალოთ მარტო  გათხრა! არქეოლოგი უნდა იყოს გათხრის მცოდნეც!
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გათხრის პროცესის ყველა საფეხურის დაწვრილებით აღწერასთხრილის გეგმაზე აღინიშნება აღმოჩენი-ლი ნივთები და ნაგებობანიგეგმის გარდააუცილებელია თხრილის  ვერტიკალური ჭრილის ნახაზებიფოტოსურათებირომელზეც აისახება კულტურულიფენების თანმიმდევრობამათზე დაკვირვება საშუალებას იძლევა დადგინდეს შედარებითი ქრონოლოგიახშირად საჭირო ხდება  სინჯების აღება   პალეობოტანიკურიდენდროქრონოლიგიურიპალეომაგნიტურიქიმიური და სხვა ანალიზებისათვის.
თეთრიწყაროს მუნიციპალტში ჩატარებული გათხრებიდან ჩანს, რომ თვითონ ქალაქის ტერიტორიაზე იყო ძალიან მჭიდროთ დასახლებული ადამიანი.თეთრიწყაროს ნასოფლარის მასალის უმთავრესი ნაწილი მტკვარ-არაქსის კულტურის საწყისი საფეხურის ძეგლების (დიდუბე, კიკეთი, ოზნი, ბეშთაშენი, სამშვილდე, კოდა, თამარისი და სხვა) მსგავსია.
 ერთერთი პირველი არქეოლოგიური გათხრები ჩაატარეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში  სოფელ წინწყაროსთან ახლოს - სოფელ ალგეთშისამამულო ომის დაწყებამდე 1940 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს  აღმოაჩინეს ადრეანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლი - ალგეთის (წინწყაროს) სამარხი. სოფელი ალგეთი მდინარე ალგეთის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ თეთრიწყაროდან 38 კმ-ში მდებარეობს.                                                                                                           რა არის არქეოლოგიური ძეგლი?     არქეოლოგიური ძეგლები ეწოდება ადამიანის მიერ შექმნილ ნივთიერი კულტურის ძეგლებსრომლებიც არქეოლოგიური კვლევების საგანს წარმოადგენენ.არქეოლოგიურ ძეგლს განეკუთვნება ყველაფერირასაც ადამიანის არსებობისა და მოქმედების კვალი ატყვიამაგალითადნასახლარებინასოფლარები,ნაქალაქარებისამარხებისაყოფაცხოვრებო ნივთებიმონეტებისამკაულები და სხვარქეოლოგიური ძეგლები შესაძლოა მიწის ზემოთაც აღმოჩნდეს,მაგრამ უპირატესად ისინი მიწითაა დაფარული და მათ გამოსავლენად საჭიროა არქეოლოგიური გათხრების ჩატარებაარსებობს ასევე წყალქვეშმოქცეულიარქეოლოგიური ძეგლებიც.                ალგეთში გათხრების დროს იპოვეს სამარხი - ქვაყუთი, რომელიც მდიდრულ ინვენტარს შეიცავდაეტყობოდა, რომ წარჩინებული პირის სამარხი იყოარქეოლოგების მიერ იყო ნაპოვნი: ელექტრუმის ორი ბალთა მიცვალებულის ბაგეებსა და თვალებზე დასაფარებელი ორნამენტირებული ფირფიტები( ოქროს და ვერცხლის შენადნობისაგანელექტრუმისაგან, ანუ მასალად გამოიყენებოდა დაბალი შემცველობის ოქრო), ელექტრუმისა და ვერცხლის სამაჯურები, რკალგახსნილი, ფარაკიანი ვერცხლის ბეჭდები, ვერცხლის ლანგრები, მინის ფიალა, ვერცხლის ჩამჩა, კაპარჭის ვერცხლის გარსაკრავი, ბრინჯაოს სამფეხი, ბრინჯაოს ისრისპირი, ბრინჯაოს სამი ლაგამი და ცხენის აკაზმულობის (ვერცხლის) სხვა ატრიბუტები. ელექტრუმის ბალთებზე გამოსახულია ქალღმერთი, ფარაკიან ბეჭდებზე კი მითოლოგიური პერსონაჟები.  ამჟამად ნაპოვნი ნივთები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და მცირე ნაწილი-თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმშიც.
 1956. და 1966 . ქალაქ თეთრიწყაროსთან ახლოს (3კმჩატარდა გათხრები სოფელ აბელიანში. ჩატარებული გათხრებიდან აშკარად აღმოჩნდა  რომ . აბელიანი დასახლებული იყო უძველესი დროიდან. არქეოლოგიური გათხრების  ხელმძღვანელი იყო . ლომთათიძეგათხრების დროს აღმოჩენილია გვიანდელი ენეოლითური და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძველი წელთააღრიცხვით IV-III ათასწლეულთა მიჯნა) ნამოსახლარი. ბევრი ნივთია ნაპოვნი გათხრების დროს: კერა, თიხის ჭურჭელი, ხელსაფხვავი, ქვის ცული, ობსიდიანის ზოდები და სხვა.აგრეთვე აღმოჩენილია ანტიკური ხანის სამაროვანიც (ძველი წელთააღრიცხვით V-III სს.). მომცრო სამარხებში მოკუნტულად ჩასვენებულ მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ შავი და წითელი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და რკინის ზურგჩაზნექილი სამაჯურები, ბრინჯაოს ბეჭდები (ერთის ფარაკზე ფასკუნჯია გამოსახული), მინისა და ქვის მძივები (ერთი გიშრისა, ირმის  გამოსახულებიანი), ლურჯი მინის მრავალწახნაგა სამი საბეჭდავი, რომლებზეც გამოსახულია მხედრის ნადირობა ლომზე, ხარირმისა და ფურირმის თამაში, აგრეთვე არის კვიციანი ცხენის გამოსახულება. ეს აღმოჩენები გვიამბობენ არამარტო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელოვნებაზე არამედ ჩვენი მხარის ფაუნაზე. აბელიანში იყო აღმოჩენილი მინის მრავალწახნაგა საბეჭდავები განსხვავებულ  წესით არის ჩამოსხმული. ამ საბეჭდავებს ათწახნაგოვანი პირამიდული პარალელოპიპედის მოყვანილობა აქვთ. ). მათი ზედაპირი გლუვია და კარგად დამუშავებულ - გაპრიალებული. გამოსახულება სამივეზე ერთნაირად ფაქიზად ვერ არის ჩამოსხმული. სამივე სიუჟეტი სულ სხვადასხვაა. პირველ საბეჭდავზე გამოხატულია .. ცხოველთა იდილია. დინჯად მიმავალი ცხენი, რომლის ფეხებს შორის კვიცია. კვიცს კისერი მოუბრუნებია და დასწაფებია დედის ძუძუს. გამოსახულება მეტად მწყობრია, კარგად შესრულებული და სასიამოვნო შთაბეჭდილებას სტოვებს. ცხენის კულტი ქართველურ ტომებში ადრევე გავრცელებული ჩანს. ამას უკავშირდება ცხენის, როგორც სახვითი ხელოვნების ობიექტის, გავრცელებაც. ყოველივე ამის გამო, შესაძლოა, ვიფიქროთ აღწერილი საბეჭდავის ორიგინალის ადგილობრიობაზე (ასლის ადგილობრიობა აღარ უნდა იყოს საეჭვო), მით უმეტეს, რომ იმდროინდელი გლიპტიკის ბერძნულ-სპარსული სკოლები ცხენს ყოველთვის გამოხატავენ მოკლე, სქელი და თითქოს აწეული და შეკრული ძუით. მაშინ, როცა ჩვენ საბეჭდავზე ცხენსაცა და კვიცსაც - ორივეს ძუა მორკალული და გრძლად ჩამოშვებული აქეს. ნაკლებ ფაქიზად არის ჩამოსხმული მეორე საბეჭდავი, რომელზედაც გამოხატულია მხედრის ნადირობა მხეცზე (ლომზე?). ამ უკანასკნელს, თავის ნაცვლად რაღაც დიდი უფორმო ფოსო აქვს.მხედარი და ცხოველი მოცემულია ერთმანეთის პირისპირ, დაძაბული ჭიდილის პოზაში. მხედარს ორივე ხელი მაღლა აუწევია, თითქოს, რაღაც მძიმე იარაღის მოსაქნევად, მის წინ ატოტვილი, საძგერებლად გამზადებული მხეცისათვის დასარტყმელად. მხეცს წინა თათები გაწვდილი აქვს მხედრისაკენ, ხოლო უკანა თათები თითქოს განაგრძობენ მის ტანს. ცხენი მსუბუქი ჭენების პოზაშია გადმოცემული. ძუა მას მოკლე, სქელი და თითქოს შეკრული აქვს. მხედრის ნადირობა ასურული და ძველ-სპარსული სახვითი ხელოვნების, კერძოდ, გლიპტიკის ოსტატების საყვარელი თემა იყო. ეს თემა განავითარეს მცირე აზიაშიც, საიდანაც იგი უნდა შემოსულიყო ჩვენში. ანალოგიური სიუჟეტი გამოხატულია თრიალეთში გათხრისას მოპოვებულ ერთ-ერთ მინის საბეჭდავზე - ასლზე, რომლის ორიგინალი მკვლევართა მიერ გამოცხადებული იყო ბერძნულ-სპარსული სკოლის ოსტატების ნახელავად. ჩვენი საბეჭდავი იმავე ორიგინალის ასლს თუ არ წარმოადგენს, იმავე სკოლის კუთვნილებად მაინც ჩაითვლება. მესამე საბეჭდავზე გამოხატულია ორი ერთიმეორის მიმდევარი ცხოველი, საფიქრებელია, ხარ-ირემი და ფურ-ირემი. პირველი ძლიერ ნახტომს აკეთებს ისე, რომ მისი წინა ფეხები მთლიანად ვერც კი ჩატეულა საბეჭდავის ქვედაპირის საზღვრებში. თავი მას ფურირემისაკენ შემოუტრიალებია. მას მაღალი და დატოტვილი რქები აქვს. ფურ-ირემიც მირბის. თავზე პატარა რქები თუ ყურები უჩანს. ამრიგად, აბელიის სამი საბეჭდავი გამოსახულების სიუჟეტით არ იმეორებს ერთიმეორეს. იმავე დროს, თითოეული მათგანი ახლო ანალოგიას პოულობს თრიალეთში აღმოჩენილ ასეთსავე საბეჭდავებთან. როგორც ჩანს, "იდილია ცხოველთა სამყაროდან" იშვიათი თემა არ ყოფილა იმდროინდელ ჩვენებურ გლიპტიკაში. აბელიაში გათხრის ჩატარებამდე ამგვარი საბეჭდავი საქართველოში ათზე მეტი იყო ცნობილი. ახალმა აღმოჩენამ გაამდიდრა საბეჭდავების რიცხვი და კიდევ უფრო გააძლიერა ჰიპოთეზა ლურჯი მინისაგან ჩამოსხმული საბეჭდავების ადგილობრივი (საქართველოში) წარმოების შესახებ, ჰიპოთეზა, რომელიც წამოაყენა ამ 15 წლის წინ ანტიკური ხელოვნების ცნობილმა საბჭოთა სპეციალისტმა, ლენინგრადელმა პროფესორმა ..მაქსიმოვამ. ამასთან დაკავშირებით, უთუოდ საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ევროპისა და ამერიკის არც ერთი მუზეუმის კოლექციებში არ მოიპოვება ამგვარი მოყვანილობის - ლურჯი მინის საბეჭდავები, ხოლო ჩვენში მათი სიმრავლე იმას მოასწავებს, რომ ამ სპეციფიკური დანიშნულების საბეჭდავთა წარმოება ადრევე ყოფილა ათვისებული ძველ საქართველოში.                                                         აბელიის სხვა სამარხში აღმოჩენილი ბრინჯაოს ბედის შესახებ, რომლის ფარაკზედაც არის ზღაპრული ფრთოსანი არსების (ლომის?) გამოსახულება შეიძლება ვთქვათ რომ იგი ძალიან სქემატურია, თვით ბეჭდის ფორმაცა და გამოსახულების საერთო შინაარსიც საკმაოდ ბევრ პარალელს პოულობს ახალგორში, წინწყაროში და ზოგ სხვა ადგილებში აღმოჩენილ ძვ.. V-IV საუკუნეების  ბეჭდებთან.
1966 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ  თეთრიწყაროს რაიონში სოფ. ასურეთის  სამაროვანი გათხარეს. ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო  . კვიჟინაძე. ადრინდელი ანტიკური ხანის (ძვ. . V - ძვ. . IV სს.) სამაროვანი სამხრეთ-დასავლეთით 4 კმ-ზე, . . "სამაჩვეთში"აღმოაჩინეს. აქ გათხრების დროს აღმოაჩინეს ადრინდელი ანტიკური ხანისთვის დამახასიათებელი მოკლე ქვაყუთები (საშუალო ზომა 0,6 × 1,0 ). ქვაყუთებში ჩასვენებული მიცვალებულები იწვნენ გვერდზე, ხელფეხმოკეცილნი, თავით დასავლეთისკენ. სამარხებში აღმოჩნდა თიხის ნაწარმი (დოქები, ხელადები, ფიალები და . .), ბრინჯაოს (სამკაული, ფიალები და . .), რკინის (შრომისა და საბრძოლო იარაღი, სამკაული და ..) და ვერცხლის (სასაფეთქლე რგოლები, საყურეები, ბეჭდები) ნივთები. სამარხების თავზე მრავლად აღმოჩნდა მსხვილი რქოსანი საქონლის თავ-ფეხის ძვლები - არაპის ნამუსრევი.
  სოფელი გუდარეხი მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში და მოიცავს არქეოლოგიურ ძეგლს, სამონასტრო კომპლექსს და უძველესი ნასახლარის ნანგრევებს. გათხრების დროს აქ ნაპოვნია გიორგი III -ის, რუსუდანის, ლაშა-გიორგის მმართველობის პერიოდის და აგრეთვე მონღოლური მონეტები.
 ახლა კი, ჩვენ  გვინდა მოგიყვეთ იმ ადგილზე,  სადაც ჩვენ ვიპოვეთ ქვა, და საიდანაც დაიწყო ჩვენი თემის ისტორია - და  ეს ადგილი სამშვილდეა
სამშვილდის ნაქალაქარი ერთ-ერთ უძველესია საქართველოში. იგი ნახსენები არის IV საუკუნეში "ქართლის ცხოვრებაში''                               იგი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თეთრიწყაროდან 7 კმ დაშორებით, სოფელ სამშვილდესთან.                                                                        აქ, ივნისში 1968. ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თეთრიწყაროს არქეოლოგიური ექსპედიციის სამშვილდის რაზმმა დაიწყო გათხრები და შესწავლა. დაახლოებით 1 ჰა ფართობზე იყო გადაშლილი სამაროვანი, რომელიც გადარეცხვას განიცდიდა, რის გამოც სამარხთა მიწის ყრილის სიმაღლე 10-30 სმ არ აღემატებოდა. ფერდობი მთავრდებოდა პატარა მშრალი ხევით, რომელიც თავის მხრივ მარცხენა მხრიდან ხრამის ხეობას უერთდება. როგორც გვიამბა სამშვილდეს მცხოვრებმა ალეკსი არუტიუნოვმააქ, მიწის სამუშაოების დროს  სამშვილდელები  შემთხვევით აღმოაჩინეს  ერთ-ერთი  სამარხი საიდანაც მუშებმა ამოიღეს რამდენიმე თიხის ჭურჭელი და თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ჩააბარეს. ამ აღმოჩენის საფუძველზე მიღებული ცნობის გამო ჩატარებული იქნა არქეოლოგიური დაზვერვები და გაირკვა, რომ აქ არის ვრცელი სამაროვნები. დაახლოებით 1 ჰა ფართობზე გათხრილი და შესწავლილი იქნა 41 სამარხი. აქედან 36 ადრეული ლითონის ხანისაა, ხოლო 5 ფეოდალური პერიოდისა. გვიანდელი სამარხები შეკრულია ქვის გათლილი ლოდებით და თითოეულში 2-3 მიცვალებულია დაკრძალული. დამხრობა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენეს სამარხებში არავითარი ნივთი არ იყო. მხოლოდ ერთ  სამარხში, მიცვალებულს კისრის არეში ჰქონდა პატარა მართკუთხა რკინის ფირფიტა, რომელზედაც თითქოს წარწერა შეინიშნება. ადრეული პერიოდის სამარხები - დიდი ზომის ბრტყელი, დაუმუშავებელი ლოდებით ნაგებ აკლდამებს წარმოადგენენ და ასეთივე ლოდებით იყვნენ გადახურული. სამარხის აგებისას ნახმარია აგრეთვე შედარებით მცირე ზომის ქვები, რომლებიც გამოუყენებიათ სამარხის კედლების გასამაგრებლად გარეთა მხრიდან და აგრეთვე სამარხის კედლების ზედა ნაწილის ერთ სიბრტყეზე გასასწორებლად, რათა სახურავი უკეთ ყოფილიყო მორგებული. პირველ შემთხვევაში აკლდამის აღმოსავლეთი, ხოლო მეორე შემთხვევაში სამხრეთი კედლები შევიწროვებულია ისეთნაირად, რომ იქმნება თავისებური შესასვლელი. შესასვლელი ჩაკეტილია ქვის "კარით", რომელიც ზღურბლის ქვაზე ძევს. "კარი" გარეთა მხრიდან გამაგრებულია, რამოდენიმე მომცრო ზომის ქვით. ერთერთ სამარხში აღმოჩნდა აკლდამაში ჩასასვლელი კოხტად ნაგები ქვის კიბეები. ადრეული ხანის ძეგლებიდან გამოირჩევა  2 სამარხი. ისინი 1 დიამეტრის მქონე მრგვალი ნაგებობებია, რომლებიც მიცვალებულის ჩონჩხის ძვლების მიხედვით ბავშვთა დასაკრძალავად უნდა ყოფილიყო გამოყენებული. სამშვილდის სამაროვანზე იყო ნაპოვნი სხვა და სხვა  ზომისა და დანიშნულების  ნაირგვარი თიხის ჭურჭელი. უმთავრესად მორუხო - მოყავისფრო ფერისაა და ემჩნევა ღია და შავი ფერის ლაქები, რაც არათანაბრად გამოწვაზე მიუთითებს. სხვადასხვა ზომის ბადიები, ტოლჩები, თუნგულები და ქოთნები შემკულია რელიეფური დახრილი ზოლებით, კოპებით, სახელურისებური შვერილებით, ამოკაწრული ტეხილი ხაზებითა და პატარა ფოსოებით. კერამიკა გარდა იმისა, რომ შედგება "მტკვარ-არაქსის" კულტურისათვის დამახასიათებელი წამყვანი ფორმებისაგან, ფაქტურით ძალზე უახლოვდება განსაკუთრებით ქვემო ქართლის სხვა ძეგლების კერამიკას და ეს მსგავსება თითქოს საშუალებას გვაძლევს მეცნიერებს განვითარების ამ ეტაპზე ქვემო ჭართლში კულტურის ლოკალური ხასიათი გამოვყონ. მოპოვებულ კერამიკულ მასალაში ცალკე ჯგუფად შეიძლება გამოვყოთ შავპრიალა ჭურჭლები, რომლებსაც ზოგ შემთხვევაში სარჩული წითლად აქვს შეღებილი. გამოიყოფა აგურისფერი კერამიკაც. ამ უკანასკნელს მართალია არათანაბარი გამოწვის შედეგად ალაგ - ალაგ შავი ლაქები აქვს, მაგრამ თავის  დროზე ეს ლაქები ჭურჭელზე არ აჩნდა, ვინაიდან თითქმის ყველა მათგანი ორმხრივ წითელი საღებავითაა შეღებილი. ძალზე საინტერესოა თიხის ჭურჭლები, რომლებზედაც ორ შემთხვევაში სტილიზებურად გამოსახულია ცხოველი. ხოლო ერთ შემთხვევაში ფრინველი - წერო. გამოსახულებები შესრულებულია დაბალ რელიეფში. ძალზედ ხშირია აგრეთვე ნახევარმთვარისებური რელიეფური ორნამენტი. აღსანიშნავია ორ სამარხებში აღმოჩენილი ტოლჩისებური ჭურჭლები, რომლებსაც ფსკერზე ობსიდიანის "სარკმელი" აქვს დატანებული. აღსანიშნავია რომ ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა აგრეთვე რბილკეციანი ღია ფერის ჭურჭლის მცირე ნატეხები. მსგავსი კერამიკა აღმოჩენილია თეთრიწყაროს ენეოლიტიურ ნასოფლარზე და თავისი წარმოშობით უფრო ადრეული პერიოდის კულტურებს უკავშირდება. ლითონის ნივთები სამაროვანზე მცირეა. არის მხოლოდ 5 ნივთი: 2 ბრინჯაოს სასაფეთქლე რგოლი, 2 ზამბარისებური ხვია და ერთი ბრინჯაოს ორმხრივ თავებდახვეული ქინძისთავი, რომელსაც ცალ მხარეს ხვია აკლია.  ქვის მასალა წარმოდგენილია მცოცავი რეტუშით დამუშავებული ობსიდიანისა და კაჟის ყუნწიანი ისრისწვერებითა და ქვის კვირისტავით. განსაკუთრებით აღსანიშნავია რქეულის შედარებით დიდი ზომის ისრისწვერი, რომელსაც ყუნწი თევზის ბოლოსებურად აქვს გამოყვანილი. ისრისწვერის ეს ფორმა საკმაოდ არქაულია. მრავლად არის მოპოვებული თეთრი პასტის ცილინდრული მძივები, ხოლო  ერთ სამარხში აღმოჩნდა შედარებით მოზრდილი ძვლის მძივები. სამარხებში საქონლის ძვლები მრავლად არ იყო ნაპოვნი. რამოდენიმე აკლდამაში აღმოჩნდა ცხვრის ქვედა ყბა, კბილები და კოჭი. ერთ ერთ  სამარხშისახურავ ლოდზე განივად დაწყობილი იყო ძროხის 2 თავის ქალა და 3 წყვილი წინა ფეხების ძვლები. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს განვითარებული რელიგიის იმ ფორმებთან, რომელიც თავის მსახურებში შეწირულებას მოითხოვსმთლიანად სამაროვნის კერამიკა ხელით არის ნაძერწი და გაპრიალებულია. თიხაში ურევია ქვიშა. შედარებით დახვეწილი ფორმებით გამოირჩევა შავად გაპრიალებული თიხის ჭურჭელი, სამშვილდის სამაროვნის კერამიკის ორნამენტაციაში, გამოყენებულია რელიეფური დახრილი ხაზები,  ამოკაწრული ორმაგი ტეხილი ხაზები, რომელთა მუხლთან ხშირია პატარა ფოსოები, პატარა ზომის ცრუ ყურები, შვერილები, ძუძუსებური კოპები. ფრინველის გამოსახულებიანი ორნამენტი ძალზე გავრცელებული მოტივია ადრებრინჯაოს კულტურისათვის. უძველეს ხალხებში ფრინველი მზის სიმბოლოდ იყო ცნობილი. ამასთანავე, თუ გავიხსენებთ, რომ სამშვილდის თიხის ჭურჭელზე არის ნახევარმთვარისებური რელიეფური ორნამენტაცია, ხოლო ფრინველის გამოსახულებიან ბადიაზე კომპოზიციაში მოცემულია ეს ორი კომპონენტი ერთად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს ციური სხეულების კულტთან, მით უმეტეს, რომ ამ უკანასკნელ ჭურჭელს შიგნიდან ფსკერზე ობსიდიანი აქვს ჩასმული შუაში, არა გამჭოლად. ეს შემკულობაც მზის კულტთან არის დაკავშირებული. სამარხთა ტიპისა და მონაპოვარი მასალის წინასწარი ანალიზის შედეგად სამშვილდის სამაროვანი, გარდა ზემოთ აღნიშნული ძეგლებისა, უკავშირდება სტრატიგრაფიულად კარგად შესწავლალ ისეთ ძეგლებს, როგორიც არის ნახიჭევანის ქიულ-თეფე (II ფენა), გეოი-თეფე (1) და სხვა. ეს დაკავშირება საშუალებას გვაძლევს სამშვილდის სამაროვანი მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეულ ეტაპს მივაკუთვნოთ. სანამ ჩვენ ვეძებდით სამშვილდეზე არქეოლოგიურ მონაცემებს, მოგვიწია წაგვეკითხა მრავალი ლიტერატურა ისტორიულ ფაქტებზე ამ უძველეს ციხე - ქალაქზე. მტყვარ - არაქსის კულტურით დაწყებული მე მივედი XVIII საუკუნემდე, როდესაც ცამშვილდე ბოლომდე იყო განადგურებული. და ჩვენს მიერ ნაპოვნი იარაღის ნატეხი უმავლე ეკუთნოდა ბოლო ომისა სამშვილდეში, ეკუთნოდა მეომარს, რომელიც იცავდა თავის ქალაქს მტრისაგან! ჭეშმარიტად ამბობენ, რომ უკვალოდ არაფერი არ იკარგება... განდიდება თავის ქალაქის დამცველი მებრძოლის ხელისა!                                    ახალი ეპოქა თეთრიწყაროს არქეოლოგიის ისტორიაში დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დროს. არქეოლოგიურმა კვლევაძიებამ სრულიად ახლებურად წარმოადგინა წინაქრისტიანული ხანის საქართველოს კულტურული და სოციალურეკონომიკური სახე. ახალი გათხრებებმა და სხვა აღმოჩენებმა გვიჩვენა საქართველოში პირველი სახელმწიფოების ჩამოყალიბების, ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების ჩასახვაგანვითარების თავისებურებანი, გამოავლინა მრავალფეროვანი ხელოსნური ნაწარმი. ერთ-ერთი ეგეთი ნაწარმი იპოვეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ორბეთში. აქ-სოფელ ორბეთთან (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი) ტყეში არის ნაპოვნი VIII საუკუნის ბოლოს  და IX საუკუნის დასაწყისის მინის საწარმოს ნაშთი.შესწავლის დროს გაირკვია, რომ  სახელოსნოში მზადდებოდა მინის ჭურჭელი, სამაჯურები ბეჭდები, მოზაიკის კენჭები, სარკმლის მინები, ნაპოვნია სასმისების, სანელსაცხებლებისა და ბოთლის ნამტვრევები. მრავალფეროვნებით გამოირჩევა სასმისები. აღსანიშნავია მინანქრის საღებავებით მოხატული ჭურჭელი, რომლის აღმოჩენა პირველი შემთხვევაა საქართველოში. ნაპოვნია აგრეთვე ობსიდიანის დანა, რითაც ოსტატებს მინის ჭურჭელზე სხვადასხვა ორნამენტი გამოჰყავდათ. ორბეთის მინის საწარმოში ამზადებდნენ ფერად (წითელი, ლურჯი, ცისფერი, სხვადასხვა ელფერის მწვანე, შავი, თეთრი, ყვითელი, ჭრელი) მინას. დიდი რაოდენობითაა შავი და ფერადი მინის ბეჭდები. შედარებით ნაკლებია ფერადი მინის სამაჯურები (გრეხილი, სადა), განსაკუთრებით საყურადღებოა ორბეთის მინის საწარმოს გადანაყარში ნაპოვნი კუბური მოყვანილობის სხვადასხვა ფერის (შავი, მწვანე, ცისფერი, ოქროსფერი) მოზაიკის კენჭები. აღსანიშნავია, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე მოზაიკის კენჭების წარმოების პირველი ფაქტობრივი დადასტურება. აქვე გვხვდებოდა სარკმლის მინის (ვიტრაჟის) ნატეხები.
     ქვემო ქართლში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ისტორიული თვალსაზრისით მეტად საინტერესო მხარეა და მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით. მათი შესწავლის შედეგად შესაძლებელი გახდება უფრო ზუსტად გაეცეს პასუხი ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიც არის არქეოლოგიური კულტურების წარმოშობა და ურთიერთობა  უძველესი პერიოდიდან მოკიდებული. თეთრიწყაროს და სხვა მრავალი იმ ხანის ძეგლები, რომლებიც "მტკვარ-არაქსის" კულტურის ადრეულ ეტაპს წარმოგვიდგენენ, გვიჩვენებენ, რომ ლითონის ათვისების ხანის საწყის საფეხურზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია დასახლებული ყოფილა მაღალ განვითარებული კულტურის მქონე მიწათმოქმედი -მესაქონლე ტომებით ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის IV-III ათასწლეულში, რომ არაფერი ვთქვათ ნეოლით - ენეოლითური პერიოდის მნიშვნელოვან ძეგლებზეადრე ბრინჯაოს პერიოდის ახალი ძეგლი -

  თეთრიწყაროს არქეოლოგიის ნივთიერების დანახვა  შეგიძლიათ  თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომელიც მდებარეობს თამარ მეფის ქუჩა N 34-ში. აქ დაცულია 10376 ექსპონატი - ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა, მათ შორის: საბრძოლო და შრომის იარაღები, ბრინჯაოს ჭვირული, ასტრალური ბალთები, პასტის, სარდიონის, ფირუზუსა და მინის მძივები; რკინის ხანის ცულის პირები, საბრძოლო იარაღები, ოთხთვალა საბრძოლო ეტლი, თიხის სხვადასხვა ზომის, შეფერილობისა და მოხატულობის საოჯახო ჭურჭელი.
საქართველოში არქეოლოგიური გათხრების ჩატარების უფლება აქვთ მხოლოდ სპეციალისტ არქეოლოგებს არქეოლოგიური გათხრების ჩატარებისნებართვის მიღების შემდეგ.  მაგრამ, სამწუხაროდ ყოველთვის არ არის შესაძლებლობა ყოველთვის დროულად ჩატარდეს არქეოლოგიური გათხრები, ძალიან ხშირად უგულოების გამო არ ტარდებოდა გათხრები, რომლესაც შეეძლოთ ბევრი რამ ეთქვათ მსოფლიოსათვის ჩვენი მიწის შესახებ, მისი კულტურის წყაროებზე! ასე მოხდა სოფელ ჩხიკვთაში, სადაც უბრალოდ მოხდა უძველესი სამარხების დაკონსერვება. კიდევ უფრო ცუდად დგას საქმე ჩვენს ნაპოვთან! ერთხელ,  ალგეთის წყალსაცავზე  ლაშქრობაზე მისულმა ჩვენი სკოლის ჯგუფმა , შემთხვევითადამიანის ძვლები და თავის ქალა იპოვა. ნაპოვნზე შევატყობინეთ მუზეუმში. სპეციალისტების წინასწარი დასკვნით, ის ჩვ. . აღ-მდე V-VI საუკუნეებით თარიღდება და 40 წლამდე მამაკაცს ეკუთვნის. თავის ქალა შესასწავლად ანთროპოლოგიურ ლაბორატორიაშია გადატანილი. წყალსაცავის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა სამარხებსა და ნასახლარებსაც მიაკვლიეს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ აქ დასახლება იყო. სპეციალისტები უახლოეს მომავალში ამ ტერიტორიას დეტალურად შეისწავლიან.უძველესი ნარჩენები აქამდე ჰყრია მდინარის პირასიქამდე, სანამ ჩამოვლენ სპეციალისტები,  შეიძლებ უძვირფასესი ძეგლები - წყალმა წაიღოს!
ჩვენ უნდა ვიცოდეთ პოვნა და შენახვა, რაც შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა , დავიცათ და გადავცეთ ჩვენი ცოდნა მომავალ თაობას, იმიტომ, რომ ის,ვისაც ფრ შეუძლია იცოდეს, შეიყვაროს და ახსოვდეს თავისი ისტორია, თავისი წარსული რაც  მას არ ექნება სრულფასოვანი მომავალი!

 არ დავიწყება ისტორიისა ანთებული კერაა მამულიშვილობისა, სამშობლოს სიყვარულისა. მხოლოდ იმას შეუძლიან თვალი გაუსწოროს და უშიშრად უცქიროს მერმისს, ვინც იცის წარსული.. მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.
ილია ჭავჭავაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий

ჩვენ გჩუქნით მზეს!!!

ჩვენ გჩუქნით მზეს!!!
Georgia (orthographic projection with inset)