ინტერვიუ - ბავშვის
ზრუნვის თანამშრომლებთან!
ბავშვის ზრუნვის განყოფილება შედგება სოციალური მუშაკისა
და იურისტისაგან. ეს განყოფილება ემსახურება დისფუნქციურ ოჯახებს (პრობლემის მქონე)
ბავშვებს, შშმ პირების (შეზღუდულობის შესაძლებლობის მქონე პირები) ინვალიდები, მეურნეობასა და მზრუნველობაში
განთავსებულ პირებს. დისფუნქციურ ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობა ძირითადად გულისხმობს
პრობლემების მქონე ბავშვების შეფასებას (ბი-ფსიქო-სოციალურ) შეფასებას, მათი პრობლემების
კვლევას: ანალიზსა და სინთეზს.
თამუნა და ინგა სოც. მუშაკთან
ოჯახში ძალადობა განცდილი ბავშვები (ფიზიკური და ემოციური), მარტოხელა დედები არიან ჩვენი ზრუნვის საგანი. მაგალითად: თუ ოჯახში დგას კვების პრობლემა, ჩვენ შეგვიძლია ბავშვს შევთავაზოდ კვების ვაუჩერი 80 ლარის ფარგლებში. ვმუშაობთ მიტოვებულ ბავშვებზე, ფეხმძიმეებზე. არის შემთხვევები, როცა არასრულწლოვანი მოზარდები ფეხმძიმეები გვაკითხავენ და ჩვენ ვუწევთ მათ ადვოკატირებას და ვეხმარებით კრიზისულ მდგომარეობაში.
ინტერვიუს აღების დროს
მასალაზე მუშაობდა ინგა არუთინოვი
სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა თეთრიწყაროს რაიონში
არის 1268 ოჯახი. ეს არის საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები. ყველა
ეს ოჯახი სარგებლობს უფასო სამედიცინო მომსახურებით...
2013
წლის ივლისიდან ფულადი სოციალური დახმარების თანხა გაორმაგდა და შეადგენს ერთ
სულზე 60 ლარს.. ოჯახის დანარჩენ წევრებზე თითოულზე
48 ლარი...
დღეის მდგომარეობით თეთრიწყაროს რაიონში არის
4734 პენსიონერი, მათ შორის არიან შშმ (ანუ ინვალიდები) და ასაკით პენსიონერები...
მასალა დაამუშავა თამუნა გოგლაძე
მასალა დაამუშავა თამუნა გოგლაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий