Этнографические зарисовки...
ჩვენი ჯგუფი მუშაობს ეთნოგრაფიულ საკითხებზე ჩვენ მუნიციპალიტეტში.იმის თვის,
რომ გავიგოთ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, რა ადათ - წესები ჰქონდათ, ჩვენ მოვემზადეთ პროექტი:' ეთნოგრაფიული ჩანახატები". პროექტის ფარგლებში მოვაგროვეთ მასალა თითქმის ყველა ის ეთნიკურ წარმომადგენლებლებზე, ვინც ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. შევქმენით ეთნოგრაფიული მუზეუმი ჩვენ სკოლაში (თეთრიწყაროს N 2 საჯარო სკოლა). ისტ-ის მეშვეობით გავაკეტეთ რამდენიმე ფილმი, სლაიდ - შოუ. ჩატარებულ ექსპედიციებში გადაღებული ფოტო, ვიდეო და წერილობითი მასალის მომზადება და ინტერნეტში სხვადასხვა პორტალზე განთავსება ხდება.
Этно зарисовки в моем музее...
ეთნოჩანახატები ჩვენი სკოლის მუზეუმში
|
В грузинской школе, армянская девочка танцует украинский танец.... ქართულ სკოლაში, სომეხი გოგონა , უკრაუნულ ფორმაში ცეკვავს |
Девочка-армянка в русском сарафане с коромыслом გოგონა სარაფანში კორომისლით
ზემო სვანეთის ლამპრობა-ქვემო ქართლში.
(სვანური ადათ - წესები ქვემო ქართლში - თეთრიწყაროს სოფელ აბელიანში)
არის საქართველოში
კუთხე, რომელს სვანეთი ჰქვია! სვანეთი ერთ-ერთი ულამაზესი
და უძველესი კუთხეა საქართველოში, სტუმართმოყვარეობითა და შრომისი მოყვარეობით,
განთქმული
მასპინძლობით.
სვანები თავისებური და ამაყი ხალხია. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე მათ შესახებ წერს:
“სვანები თითქმის საუკეთესონი არიან სიმამაცისა და ძალის მხრივ: ფლობენ ისინი ირგვლივ
(ყველაფერს) და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები…“. ვახუშტი
ბაგრატიონი კი სვანებს ასე ახასიათებს: „როგორც
სხვა მთის ხალხს, ისე სვანებსაც თავისი სამშობლო მეტისმეტად უყვართ. სვანი ძნელად დატოვებს
თავის ქვეყანას მოკლე ხნობითაც კი. ბევრი სვანი ისე დაბერდება, რომ ლეჩხუმის მეტი მხარე
არა ნახოს. ბევრს ზემო სვანელს არ უნახავს ქვემო სვანეთი. უცხო ქვეყნის ჰაერი სვანებზე
ცუდად მოქმედებს... თუ ჰკითხავ, რატომ ზამთარში
იმერეთში სამუშაოდ არ ჩამოდიხართო, სვანები მაშინვე მოგიგებენ, ჰავისა გვეშინიანო...“სვანეთში დღემდე შენარჩუნებულია
ძირძველი ტრადიციებისა და სარწმუნოებრივ წეს - ჩვეულებები
და დიდი ადგილი უკავია სვანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტრადიციები და წეს-ჩვეულებები
ისეთივე მკაცრია, როგორიც თავად ბუნება და ცხოვრების სტილი.
აღსანიშნავია,
რომ სვანები ძალიან რელიგიურები არიან, და რელიგიურ რიტუალს საოცარი გულმოდგინებით ასრულებენ. მაგრამ, სამწუხაროდ
მომხვდა ისე, რომ-იძულებულები იყვნენ დაეტოვებინათ თავისი სამშობლო,მაგრამ თავიანთ
ტრადიციები არ დაუკარგავთ
არის საქართველოში მუნიციპალიტეტი, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში. ამ მუნიციპალიტეტს თეთრიწყარო ჰქვია. და ამ მუნიციპალიტეტში არის ერთი პატარა სოფელი, რომელიც განთქმულია თავისი სილამაზით, ბუნებით, უძველესი ეკლესიით და არაჩვეულებრივი ხალხით, ამ
სოფელს ჰქვია აბელიანი. და აქ, სოფელ აბელიანში ვცხოვრობ მე- ზემო სვანეთის შვილი. ამ ჟამად აქ არის ჩემი სახლი და კარი. მე ვარ ზემო სვანი და ვცხვოვრობ ქვემო ქართლში.მსურს საკუთარი თავი ბოლომდე აღმოვაჩინო, ამიტომ თავს ყველგან ვცდი.
ამ
თემის დაწერის იდეა მაშინ მომივიდა თავში, როცა ჩემი ძმა ემზადებოდა ლამპრობის დღესასწაულისთვის
და მე მითხრეს, რომ მამაკაცების გარდა იქ მოსვლის
უფლება არავის არ აქვს. დიდი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ
მშობლიურ კუთხეზე უკეთეს თემას ვერ ავარჩევდი
და დავიწყე მუშაობა ზემო სვანურ ტრადიციებზე და დღესასწაულებზე, კერძოდ, ლამპრობის დღესასწაულზე. მე მინდა გიამბოთ ზემო სვანეთის ერთ - ერთ დღესასწაულზე
-ლამპრობაზე, რომელიც ჩატარდა ქვემო ქართლში.
გეპატიჟებით ჩვენთან ერთად მიიღოთ მონაწილეობა ზემო
სვანური ლამპრობა - ქვემო ქართლში.
მაშ გვესტუმრეთ!!!
23 თებერვლის ღამეა...
აღმოსავლეთ საქართველო. ქვემო ქართლი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. სოფელი აბელიანი... ამ არაჩვეულებრივი სოფლის მოსახლეობას შეადგენს ზემო სვანეთიდან გადმოსახლებული სვანები, რომლებიც 2000-01 წლებიდან ზემო სვანეთიდან დასახლდნენ ამ სოფელში.
23 თებერვლის ღამეა...
დიდი სვანური ღუმელი... მის გვერდით კედელთან აყუდებული ლამპრები, ყველა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები... სვანურ ღუმელთან მოფუსფუსე ჩვენი დეიდა... მთელს სახლში კუბდარის სურნელი ტრიალებს... ყველანი საათს შეჰყურებენ. უკვე დილის ექვსი სრულდება... ცოტა ხანიც და გავდივართ... სანამ მზე გაიფიქრებს ამოსვლას, უნდა მოვასწროთ ლამპრების დანთება. ლამპრებზე უკვე ნაზრუნი აქვს ჩემ ძმას, დაახლოებით ერთი თვის წინათ წიფელის ხისგან სწორედ იმდენი დაუმზადებია, რამდენი მამაკაციც არის ჩვენს ოჯახში. ზომებიც სათანადოდაა შერჩეული - ასაკის მიხედვით. აი, ეს პატარა ლამპარიც ოჯახის ყველაზე მცირეწლოვან წევრს ნიკას - ეკუთვნის. იგი სტუმარია ჩვენი. ჩემი ძმა ამ ლამპრებს მთელი თვეა თავს დასტრიალებს. კარგად უნდა გამოაშროს, რომ ადვილად აინთოს. ახლა კი, მთის ტრადიციების შორის, სვანებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეც დადგა - ლამპრობა! ის იწყება აღდგომის დადგომამდე ათი კვირით ადრე.
ლამპრობა - (სვანურად ლიმპარ, დეცეს ლიმპარ, სუმნიშ, სუმნის ლამპრობ) - ადრე საგაზაფხულო დრესასწაული ძველ საქართველოში იყო. ლამპრობის ტრადიცია იმდენად ძველია, რომ მისი წარმოშობის ზუსტი მნიშვნელობა და დრო არავინ იცის. დღესასწაულის მთავარი რიტუალი ლამპრებს უკავშირდება და აქედან გამომდინარე სახელწოდებაა. როგორია სვანური ლამპარი? ლამპარი მზადდებოდა არყის ხის წვრილად დაჩეხილი კონის სახით. ლამპრები ახლა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ძირითადად წიფლის ხისაგან მზადდება, რადგანაც ჩვენი სოფლის ირგლივ ყველაზე მეტი სწორედ წიფელია გაშენებული. და კიდევ იმიტომ, რომ წიფელას მაგარი ცეცხლი აქვს. მე დავინტერესდი - რატომ აკეთებდნენ სვანეთში ლამპრებს მაინც და მაინც ალვის ხისაგან, მაგრამ კონკრეტულად ვერავინ მიპასუხა. დიდი ხანი ვეძებდი პასუხს - იდეა მომივიდა შემთხვევით - კალენდარში წავიკითხე, რომ ალვის ხე ნეგატივს იზიდავს. შეიძლება ლამპარს იმიტომ აკეთებდნენ ალვის ხისგან, რომ მერე დაიწვათ მთელი ნეგატივი, რაც სახლში იყო მოგროვილი? ამასობაში ლამპრების ანთების დროც მოვიდა... პირველი ლამპარი აუცილებლად შინ ინთება, ოჯახის უფროსი ლამპარზე დამაგრებულ კვარს ცეცხლს უკიდებს, აგიზგიზებული ლამპარი ეზოში გამოაქვს და მისი ლამპრიდან, ოჯახის დანარჩენი წევრების ლამპრებზე გადადის ცეცხლი. ლამპრები ღვივდება და სახლის ჭიშკრიდან რიგში დაწყობილად გააქვთ მთავარ გორაზე. (აქ არის დარღვეული ტრადიცია: წინათ ლაპრებს აკეთებდნენ ერთი ზომის და წონის - მარტო ის ვისაც შეეძლო ამ ლამპრის ატანა გორაზე - ის ითვლებოდა ვაჟკაცად.) გორაზე ცეცხლი უკვე გიზგიზებს... მეზობლებიც შეგროვილან საკუთარი ლამპრებით. ძნელია იმ შთაბეჭდილების გადმოცემა, სხვადასხვა ადამიანის სახელზე აელვარებული ლამპრებისგან შექმნილი სანახაობა რომ გიქმნის. ქარი ცეცხლს აძლიერებს და ჰაერში ასული ნაპერწკალი წვრილ-წვრილი, მანათობელი ფიფქებივით ცვივა მიწაზე. პირველი ლამპარი წმინდა გიორგის სახელზე აინთო, შემდეგ კი თითოეულმა მამაკაცმა თავისი და თავისი ოჯახის წევრების სახელზე აანთო ლამპრები.მამაკაცები ლოცულობენ, შეავედრებენ საკუთარ თავს, იმ ვაჟკაცების სახელებს, რომელთათვისაც ანთებენ ლამპრებს, შემდეგ სამშობლოს, ოჯახს და სხვა. ვისაც ძე არ ყავს, ვაჟის შეძენას შესთხოვს ღმერთს. აღსანიშნავია, რომ სვანები რელიგიურ რიტუალს საოცარი გულმოდგინებით ასრულებენ. ეს ლამპარი როგორც სანთელი ისე ინთება, წესისამებრ, ლამპრებს თოვლში არჭობენ, მაგრამ რადგანაც წელს ძალიან ცოტა იყო თოვლი, ლამპრები ერთმანეთზე მიაწყვეს და სხვადასხვა ოჯახებიდან გამოტანილი ლამპრები უცებ ერთ დიდ ლამპრად აპრიალდა და გაანათა სოფელი. "ლამპრობა" კაცების დღესასწაულად მიიჩნევა და ლამპრების დასანთებ ადგილას ქალების მისვლა აკრძალულია. ქალები მხოლოდ სახლის ჭიშკრამდე აცილებენ მელამპრეებს და მათ ზედაშესა და სპეციალურად ამ დღისათვის გამომცხვარ "ლემზირებს" ატანენ. დეიდაჩემმაც დაამზადა ლემზირები (სალოცავი კვერი, რომლებსა აცხობენ სალოცავებისთვის) და გაატანა ჩემს ძმას. გარდა ლემზირებისა, ჩადო ხაჭაპურები, კუბდარები, არაყი და სხვა.
იმის შემდეგ, როცა ყველა მელამპრე ადგილზეა, ჩვენი სოფლის შეკრებილთა შორის უხუცესი, ტრადიციისამებრ, სინზე დაწყობილ "ლემზირებს" სინიანად ხელში იღებს და ლოცულობს, ლამპრობას ულოცავს.
სვანების ლოცვა სულ სხვანაირად ჟღერს - ყველა სიტყვაში, ყველა ტონალობაში შენ ხედავ სვანეთს, მის მაღალ მთებს, ცისფერ ცას, აუღებელ
კოშკებს... ყველაზე მთავარია - ხედავ ადამიანებს - ვაჟკაცებს, სულით მდიდრებს.... სვანური ლოცვა მკაცრი და ომახიანია. ზოგჯერ კი ვერც გაიგებ ლოცვაა იგი, სიმღერა, თუ საერთოდ სხვა უცნაური
ფორმაა... ჩემმი ძმა აკაკიმ მომიყვა: „უხუცესმა კოცონის გარშემო შემოკრებილ სტუმრებს ლემზირები – სარიტუალო კვერები ჩამოურიგა. ეს კვერი ლამპრობისას ყველამ აუცილებლად უნდა ჭამოს. შემდეგ მან დანარჩენი სასმელ - საჭმელი მიიტანა სალოცავთან, კვლავ წარმოსთქვა ლოცვა და სპეციალურად მომზადებულ მაგიდაზე დადო. რიტუალის დასრულების შემდეგ დაიწყო პურობა.“ რაც შეეხება სუფრას – საგანგებოდ ამ დღისთვის იკვლება საკლავი – საქონელი, ბატკანი, ვაცი. ქალები წინასწარ ხაჭაპურებსა და კუბდარს აცხობენ. თავიდან მოაქვთ საქონლის გულღვიძლი, რომელიც ჯერ იხარშება, შემდეგ კი იწვება სვანურ ღუმელში. ხორცეულს ყველა სვანური მარილით მიირთმევს. ნამდვილი სვანური მარილი განუმეორებელ გემოს სძენს მას. „გულ-ღვიძლს ვაცის ხაშლამა მოყვა, შემდეგ კი ბატკნის მწვადები. შამფურები სტუმრებს ხელში ეჭირათ და თავად წვავდნენ მაყალზე. როგორც ამიხსნეს, ესეც ერთგვარი ტრადიციაა. ზეიმი ძალაში შევიდა და სტუმრებმა “ლილეო” წამოიწყეს. ლილეოს „მრავალჟამიერი“ მოჰყვა, შემდეგ კი მომღერალთა მთელმა გუნდმა ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც, ვინ იცის, მერამდენედ იგალობა “წმინდაო ღმერთო” და “შენ ხარ ვენახი.” - მომიყვა ჩემმი ძმა.
მერე ხალხი „დიდების“ ლოცვა - გოდებას ასრულებდა. ისინი ძირითადად სამხმიანია, გამოირჩევა რიტმული სიმკვეთრით, სვანურ ლოცვაში სჭარბობს საზეიმო განწყობა. ხშირად ლოცვა გადადის სიმღერაში. სვანებს ახასიათებს ჰიმნური სიმღერები. ისინი ძირითადა ეძღვნება ლაშქრობებს,ომებს, ომის გმირებს, რელიგიურ თარიღებს... ბევრი სიმღერა ქრისტეშობამდეა შექმნილი და წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს მაგ: „ლილე“ ეძღვნება მზის ღვთაებას. სვანეთში დღესასწაულები ყოველთვის სიმღერის თანხლებით აღინიშნება. ლოცვის შემდეგიწყება ქეიფი. შემდეგი სადღეგრძელო წმინდა გიორგის დიდებისაა...
"ლამპრობა" სადღეგრძელოებითა და ქეიფით შუადღემდე გრძელდება. სვანური პურ - მარილი მაგიდიდან ადგომის ნებას არც ჩვენ გვაძლევს და ვერც განსხვავებული სასმისის სანაცვლოდ ჩამოტარებულ ღვინით სავსე სვანური ქუდით შესმულ უფლის სადიდებელ სადღეგრძელოზე ვერ ეტყვი უარს...
ზუსტად არავინ იცის, რას ნიშნავს "ლამპრობის" ტრადიცია და ყველა სხვადასხვა ნაირად ხსნის მის მნიშვნელობას. ერთ -ერთი ყველაზე გავრცელებული თქმულებით, „ლამპრობა" სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი მამაკაცის, რამდენი პოტენციური მეომრის გამოყვანა შეეძლოთ სვანებს საჭიროების შემთხვევაში.
„ლამპრობის" სხვა მნიშვნელობებზეც გვიამბობენ... პაპა ილიას თქმით,
სვანები გაზაფხულის მოსვლას ეგებებოდნენ ლამპრობით - იგი იყო ადრესაგაზაფხულო დღესასწაული ძველ საქართველოში. უკანასკნელ ხანამდე ხალხურმა ყოფამ იგი მხოლოდ სვანეთში შემოინახა. ლამპრობის დღესასწაული ძირითადად, თებერვალში იმართებოდა. მისი მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. ასევე მსმენია, რომ ლამპრებს სვანები თავიანთი მიცვალებულებისათვის ანთებდნენ და სჯეროდათ, რომ ამით მათ გარდაცვლილ წინაპრებს სულებს უთბობენ. თითო მომცრო ლამპარს ყველა მიცვალებულის საფლავზე ანთებდნენ, ხოლო ერთ დიდ ლამპარს - ეკლესიასთან.
„ხალხის რწმენით, - წერს ბ. ნიჟარაძე, - საფლავებზე
დანთებული ლამპარები გზას უნათებდნენ იმათ მიცვალებულთ საიქიოს, როდესაც ისინი ამ ქვეყნიდან მიემგზავრებიან.“
კალოზე დანთებული დიდი ლამპარი კი არის დანიშნული „სუნდუქვ დეცეშ“ - სთვის. ეს „სუნდუქვ დეცეშ“ ხალხის აზრით, არის ცის ღმერთი, რომლის ხელთ არის ბატონება ყვავილის მოვლენა ქვეყანაზედ დაამისათვის ლამპრის ანთების დროს ხალხი ეხვეწება მას, რომ მან მშვიდობიანად მოავლინოს ყვავილი და ბავშვები არ დახოცოს“. ხოლო ეკლესიაში შეტანილი ლამპრით სვანი შესთხოვდა ღმერთს ეშორებინა მისთვის და მისი ოჯახის ყველა წევრისათვის თვალის ტკივილი.
ზემო სვანეთში ლამპრობას "სვომონობასაც" ეძახდნენ, რომელიც კვირიას ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაულებში შედიოდა და სვანური ვარიანტის - ბერიკაობა - ზეენობის მსგავსად იმართებოდა: ირჩევდნენ "კეისარს", მის "ცოლებს" და "ვეზირებს". მესტიის რაიონის სოფ. ლახირის მთავარანგელოზის ეკლესიაში მიჰქონდათ რიტუალური კვერები, იმართებოდა ზედაშეს რიტუალური სმა. ეკლესიიდან ხალხი "მესვიმნიშის" ოჯახში მოდიოდა, ე. ი. იმასთან, ვინც სვიმონობას იხდიდა და რიგით თემის მასპინძელიც იყო; იქ მღეროდნენ სადიდებელ ჰიმნებს, კერას უვლიდნენ ანთებული სანთლებით, რომლებსაც შემდეგ საქონლის სადგომის ტიხარზე აკრავდნენ. იმართებოდა ჭიდაობა, გუნდაობა, ფერხული "ლამპრული". მეორე დღეს წმინდა გიორგისა და წმინდა მარიამის ლამპრობაა, უფრო მოგვიანებით - ცის ლამპრობა იმართებოდა. ლამპრობა თავისი შინაარსით ძველი მიწათმოქმედ ხალხთა ტიპობრივი დღესასწაულია. ბუნების გაღვიძების, მზის ცხოველმყოფელობისა და გაზაფხულის დროზე დადგომის შესათხოვად ზამთარში კოცონს ანთებდნენ. სახელწოდება "სვომონობა" ამ დღესასწაულმა სვიმონ უფლისმოქმედის სახელის მიხედვით მიიღო (როდესაც დღესასწაულის გაქრისტიანების მიზნით მოხდა ძველი და ახალი რიტუალების შერწყმა), რომლის დღეს, საეკლესიო კალენდრის თანახმად 1 თებერვალი ითვლება. ლამპრობა, ისევე როგორც ბევრი სხვა დღესასწაული სვანეთში, ვალდებულებითია ყველასთვის. ერთ წელიწადს ერთი მოსახლე (საძმო) გადაიხდის ლამპრობას, მეორე წელიწადს – მეორე. ამის მიხედვით მოსახლეთა ერთი ნაწილი იხდის დღესასწაულს და მეორეს ეპატიჟება, მეორე წელს – პირიქით. მასპინძელს უხვად უნდა ჰქონდეს ხორაგი: პური, არაყი, ხორცი და ყველი. საქართველოს მთის ყოფაში არსებული ყოფითი და რელიგიური ტრადიციების კვლევა გვიჩვენებს, რომ ისინი ძირფესვიანად არიან გადახლართული წარმართულ რელიგიასთან, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ ისეა შერწყმული ქრისტიანულ რელიგიასთან, რომ ხშირად ვერც კი ვარჩევთ - რომელი მათგანია წარმართული და რომელი ქრისტიანული. მთის ყოფაში ბევრი წარმართული წეს-ჩვეულება დღემდე ინარჩუნებს არსებობას და იგი ქრისტიანული დღესასწაულის სახით ტარდება, რაც ჩემი აზრით განპირობებულია, მთის ყოფისთვის დამახასიათებელი ძველის სიცოცხლისუნარიანობით. ტრადიციებს ,თაობიდან თაობამდე, შენახვა სჭირდება
გამოყენებული
ლიტერატურა
1.
ვ. ბარდაველიძე, - ქართველი უძველესი სარწმუნოების
ისტორიიდან
(ბარბარ - ბაჰარ). საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის
გამომც.
თბილისი 1941.
2.
ვ. ჩიქოვანი - მავნე ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლა XIX ს - ის
მეორე
ნახევრის ქართული პერიოდიკის მიხედვით გამომც.
„მეცნიერება“
თბილისი, 1979 ნაშრ.
3.
ივ. ჯავახიშვილი,- თხზ. ტ. I. 1979
4.
ბ. ნიჟარაძე - ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები, ტ. I. გამომც.
„თბილისის
უნივერსიტეტი“, თბ. 1962
5.
ბატონიშვილი ვახუშტი - „ქართლის ცხოვრება“, ტ. I, აღწერა
სამეფოსა
საქართველოსა. თბ. „საბჭოთა საქართველო“. 1973. გვ. 555.
6.
ნ. ურბნელი - ეთნოგრაფიული წერილები: „ივერია“. 1887. 1
აგვისტო,
№158.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий