დედამიწაზე არის ღმერთისგან აღნიშნული ქვეყანა რომელსაც საქართველო ეწოდება და ამ ქვეყნის, აღმოსავლეთ ნაწილში, ქვემო ქართლში, მდებარეობს ქალაქი, რომელსაც თეთრიწყარო ჰქვია. ეს არის ჩემი ქალაქი და იგი ცნობილია არა მარტო იმით, რომ აქ მოედინება თეთრი წყარო და აქ არის მაღალი ცისფერი ცა და კრისტალურად გამჭვირვალე ჰაერი...
ამ შედარებით პატარა ტერიტორიაზე (114კვ.კმ) მდებარეობს 400–დე ისტორიულარქიტექტურული ძეგლი.

воскресенье, 8 декабря 2013 г.

თეთრიწყაროელებო!


ინფორმაცია გომერ მთაზე:

მდებარეობს ქვემო ქართლში. 
სიმაღლე - 4820 ფუტი — 1.257 მეტრი ზღვის დონიდან


გომერი — მთა, რომელიც  მდინარეების ალგეთისა და ხრამის წყალგამყოფ ბედენის მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტოტზე – თრიალეთის ქედზე მდებარეობს.  აგებულია ზედაცარცული კირქვებით. სამხრეთ კალთაზე, სოფელ ვარხუნოსთან, არის დოლერიტული ლავის ტერასა.

11 დეკემბერი - მთების საერთაშორისო დღეა

                                      ( International Mountain Day)

                                                           მთებზე უკეთ - ის მთებია, სადაც ჯერ არ ყოფილხარ...

                                                                                                        ვლადიმირ ვისოცკი

                                                                                                                                                                                                                                                                                                                              2003 წლის იანვრიდან 57 გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით  აღინიშნება მთების საერთაშორისო დღე ( International Mountain Day).


თეთრიწყაროელებო! ჩვენც აღნიშნოთ ეს დღე!!!

ყველას!              ყველას!               ყველას!!!

11 დეკემბერს, 15.00 საათზე გავდივართ N 2 სკოლის ეზოდან გომერ - მთაზე!








ჩვენ გჩუქნით მზეს!!!

ჩვენ გჩუქნით მზეს!!!
Georgia (orthographic projection with inset)