დედამიწაზე არის ღმერთისგან აღნიშნული ქვეყანა რომელსაც საქართველო ეწოდება და ამ ქვეყნის, აღმოსავლეთ ნაწილში, ქვემო ქართლში, მდებარეობს ქალაქი, რომელსაც თეთრიწყარო ჰქვია. ეს არის ჩემი ქალაქი და იგი ცნობილია არა მარტო იმით, რომ აქ მოედინება თეთრი წყარო და აქ არის მაღალი ცისფერი ცა და კრისტალურად გამჭვირვალე ჰაერი...
ამ შედარებით პატარა ტერიტორიაზე (114კვ.კმ) მდებარეობს 400–დე ისტორიულარქიტექტურული ძეგლი.

თქმულებები და ლეგენდები ჩვენი მხარესა…

თქმულებები და ლეგენდები ჩვენი მხარესა…
  ხალხის უძველესი წარსული ხშირად რომანტიკულ ინტერესს იწვევს და
ლეგენდებით იმოსება. ძნელია მოიძებნოს ხალხი, რომლის წარმოშობისა და
შორეული წარსულის შესახებ შეთხზული არ იყოს ათასგვარი ზღაპარი და
ლეგენდა. ზოგჯერ ამ ლეგენდებში ისტორიული სინამდვილეა არეკლილი, ზოგჯერ
კი ისინი წმინდა წყლის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენენ.
 უამრავი ლეგენდები,ზღაპრული ცნობები თქმულებები გვხვდება თეთრი წყაროს მიწაზეც.


 ყველაზე ძველი ლეგენდა ჩვენ მხარეზე  არის აღწერილი "ქართლის ცხოვრებაში".
 აი იგი:
"რვა გამოჩენილი, “ძლიერი  და სახელოვანი” შვილი ჰყოლია თარგამოსს: ჰაოს,ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ლეკ, ჰეროს, კავკას, ეგროს. აი ამათ გაუყო
თავისი სამფლობელო თარგამოსმა და ყველა ისინი თავისთვის სამფლობელოში
დაასახლა.  მათგან მოდიან: ჰაოსიდან – სომხები, ქართლოსიდან – ქართველები
(ქართები), ბარდოსიდან - რანნი, მოვაკნიდან - მოვაკნელნი, ლეკიდან -ლეკები, ჰეროსიდან - ჰერები, კავკასიიდან - კავკასიანნი, ხოლო ეგროსიდან მეგრელნი (ქც, I, 3-6).
 წარმოიყვანნა შჳდნი იგი ჩრდილოთ კერძო და განუყვნნა ქუეყანანი
ღირსებისაებრ მათისა მისცა ქართლოსს და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით
ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი ბერდუჯი, მდ. ძეგამჩაის (ახლანდ.აზერბაიჯანის ტერიტორია) ან შესაძლოა მდ. დებედას ძველი ქართული
სახელწოდება); დასავლით ზღუა პონტოსი; სამხრით მთა, რომელი მიჰყვების
ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთა, რომელი მიჰყვების დასავლით კერძო,რომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძო და მიერთვის მტკუარსა, რომელ
მიჰყვების მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ
საზღვარი ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და
მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი. და ამათ
საზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს.
ერთ –ერთი მარშრუტი ჩვენ ვიწყებთ ამ ლეგენდით.
 მარშრუტი: თეთრიწყარო – სამშვილდის ციხე – სიმაგრე სავსეა ლეგენდებით. აქ აღწერილია ლეგენდა ციხის მშენებლობახე, ციხის ტოპონიმიკაზე (არის ორი ვარიანტი), თქმულება გამოგვაბულზე, რომელში ობოლი ბიჭის თხოვნით ღნერთმა 1000 ცხვარი გადაარჩინა უამინდობის დროს.
   სხვა თქმულება მოყვება საიდუმლო გვირაბზე, რომელიც ჩადიოდა მდინარე ხრამამდე, და მტრის შესევის დროს – მეფეებს ჰქონდათ საშუალება დაიმალონ მდინარე ხრამის (ქციის) გამოქვაბულებში.
 მეფეთა საყინულე
 სოფელ პატარა კლდეისის ადგილზე XVIII საუკუნეში მდებარეობდა სოფელი
ხორხები, რომელიც მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში : "ხორხებს არს ქვაბი კლდისა, რომელი არს ზამთარ თბილ, ვითარცა აბანო, და ზაფხულს დის წყარონი კლდიდამ; მას წყაროს ჰყინავს და არს ყინული ფრიად წმიდა და მრავალი, ზიდვენ ზაფხულს მეფისათვის".
  ხორხების ყინულოვანი მღვიმე დღესაც არსებობს. იგი მდებარეობს ბედენის
პლატოს სამხრულ შვერილზე, მდ. კლდეისის წყლის ორ მდგენელს შორის. ლავური
ღვარის ქვიან ზედაპირში იხსნება ხვრელები, რომელშიც ადამიანს შეუძლია
ჩაძრომა. ხვრელები ლავაში გაჩენილა ტექტონიკური ან გრავიტაციული
პროცესების შედეგად. ერთ-ერთი მათგანი 12 მ. სიღრმის მქონე საფეხურებიანი
ქვაბულია, რომლის ფსკერზეც ზაფხულობით შეიძლება ბროლივით გამჭვირვალე
ყინულის ნახვა. ყინული სხვა ხვრელებშიც ჩნდება. ადგილობრივი მოსახლეობის
თქმით, ყინული განსაკუთრებით უხვად წარმოიშვება ცხელ ზაფხულში. ვახუშტის
ეპოქასთან შედარებით, ამჟამად ყინული აქ ნაკლები რაოდენობით არის. იქვე
შემონახულია დიდრონი ქვებით ტლანქად ნაგები გვირაბისებური სიღუე,რომელიც, ალბათ, საიდუმლო სალოცავს წარმოადგენდა მტრის შემოსევების დროს.თქმულება გვიამბობს, რომ ამ გვირაბებიდან მოჰქონდათ ყინული  მეფის თვის.


 ხვარამზე, თამთა და რუსუდანი…
                 (ლეგენდა სამღერეთზე)



ამ სოფლის სახელთანაა დაკავშირებული მსოფლიო ფოლკლორში სწორუპოვარი ლეგენდა: იყო ჩვენ მხარეში ერთი ლამაზი სოფელი ტყით და გორაკებით ირგლივ.
   ერთხელ მტერი მოულოდნელად შემოიჭრა სოფელს...
მათ ჯერ უნდა აეღოთ სამღერეთი და შემდეგ თბილისი. ქართული ჭარი არ იყო მომზადებული...
ამ დროს მთის ფერდობზე გამოჩნდა სამი და, ისინი ქართულ კაბებში იყვნენ
გამოწყობილები, ხელში ფანდურები ეკავათ და მღეროდნენ, ნელ-ნელა
უახლოვდებოდნენ მტერს. სისხლითა და რბევა - თარეშით დაღლილი მტრისთვის
ქართველი ქალების სილამაზე და ტკბილი ქართული სიმღერები იმდენად
მოსალოდნელი იყო, რომ გაოგნებული გაჩერდა მტერი, გაშეშდა და გაოცებისგან
ერთმანეთს დაუწყო ყურება.
მაშინ სარდალმა იფიქრა, რომ გაჭირვების ჟამს მათ ომის ქალღმერთები
მოევლინა და მათი განადგურება სურდათ, ბრძანა, რომ დები აეკაფათ.
მიუხედავად ბრძანებისა ვერც ერთმა მებრძოლმა ვერ გადადგა ეს ნაბიჯი,
ქალები უახლოვდებოდნენ დახოცილ ქართველებს, ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდათ
ცრემლები და თან მღეროდნენ. სარდალმა ხელახლა გასცა ბრძანება, მათი
სიკვდილით დასჯის შესახებ და ჯარი უკან დააბრუნა.
დაბრუნებულ მტერს, უკვე სამეფო ლაშქარი დახვდა. გამწარებულმა ქართველებმა
ისე ამოწყვიტეს მტერი რომ ამბის მთხრობელიც კი არ გაუშვიათ უკან.
ეს გამაჯვება სამი დის დამსახურებაა, მათი სახელებია : ხვარამზე, თამთა
და რუსუდანი. სწორედ მათ საპატივცემულოდ დაერქვა სამღერეთს სამღერეთი.
 80-იან წლებში დაიწყეს მათი საფლავების ძებნა და 1986ეკლესიის ეზოში
ჩრდილოეთით ნახეს ქვა, რომელზეც გამოსახული იყო სამი ფიგურა და ამ სამ
ფიგურაზე ერთი გამწვდომი ფანდური. თაღის თავზე ნახევარწრიულად ძველი
ქართული წარწერა მოჩანს. ეკითხება დასაწყისი" სამებაი ჰჭეთა" და
ქრონიკონი 763 წელს. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთ ქვაზე ეწერა
სახელი ,,ხვარამზე“.

 სამება და დევი
(ლეგენდა)

სოფელ ჩხიკვთას სამხრეთ-დასავლეთით სამების მაღალი მთაა. მწვერვალზე
წაგრძელებული ფორმის პლატოა შექმნილი. მთას სამხრეთისა და აღმოსავლეთის
მხრიდან შემოვლებული აქვს უზარმაზარი ლოდებით ნაგები გალავანი – ციკლოპიური კედელი. ადრე ამ ადგილს „გმირთ ნაკვეთი“ ეწოდებოდა, რომელთანაც დაკავშირებით ექვთიმე თაყაიშვილს შემდეგი ლეგენდა ჩაუწერია: სამება და დევი დიდხანს კამათობდნენ, თუ ვისი სამფლობელო უნდა ყოფილიყო დიდი მწვერვალი.
 ბოლოს, სამება დათანხმდა დაეტოვებინა მთის წვერი დევისათვის, თუ იგი შეძლებდა ერთ ღამეში მამლის ყივილამდე შემოესაზღვრა მთის წვერი ზღუდით. დევმა ამ სამუშაოს შესასრულებლად მოიხმარა თავისი და, რომელიც დადგა მოპირდაპირე მაღალ მთაზე, „საწურბლეზე“, რომელიც მოფენილი იყო უზარმაზარი ქვის
ლოდებით და აქედან ესროდა ძმას ქვებს. სამებამ რომ დაინახა, დევი
სამუშაოს კარგად ართმევდა თავს, არ სურდა რა დაეკარგა ლამაზი მთის წვერი,მაღლა აისროლა წითელი ნაჭერი, რომელიც გადაიქცა მამლად. მამალმა იყივლა,დევმა დამარცხებულად იგრძნო თავი და გაიქცა. გაქცეულმა, ბირთვისის ციხეს
შეაფარა თავი. სამებამ ისარი ესროლა და ბირთვისის ციხის კედელს მიაჭედა.მისი კვალი თითქოს დღესაც არის ბირთვისში.


  ჩვენ, როცა ქვმნით მარშრუტებს, ყოველ მარშრუტზე გასვლაზე მოსახლეობთან ვურთიერთობთ – ვწერთ ფოლკლორულ მასალას  ძალიან ხშირად
Очень часто наши маршруты составляются благодаря легендам, преданиям. На маршрутах мы всегда общаемся с местным населением, которые в фольклорном материале подают нам идеи для составления новых маршрутов













  

Комментариев нет:

Отправить комментарий

ჩვენ გჩუქნით მზეს!!!

ჩვენ გჩუქნით მზეს!!!
Georgia (orthographic projection with inset)